სს რეალ ინვესტის საკუთრებას წარმოადგენს 17 ჰა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქეთევან წამებულის გამზ. N71 -ში. ამჟამად აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი იჯარით არის გაცემული სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით.
სამომავლოდ, კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილი აქვს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
ქეთევან წამებულის გამზირის გასწვრივ აშენდება მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები. შენობებში ძირთადად განთავსდება სასტუმრო, საოფისე, სავაჭრო და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები.
ასევე საპროექტო ტერიტორიაზე განთავსდება კომერციული და საზოგადოებრივი შენობები: ოფისები, სავაჭრო ობიექტები, ბაზრობა, საწყობები, კვების ობიექტები და სხვა. მოეწყობა ღია ავტოსადგომები როგორც ბაზრობისთვის, ასევე საცხოვრებელი შენობებისთვის. Ⴑარეკრეაციო ზონები განთავსდება საპროექტო ტერიტორიის ყველა ნაწილში (უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, საცხოვრებელი შენობების ტერიტორიებზე, მთავარი ქუჩის გასწვრის და ა.შ).
სს რეალ ინვესტის მიზანია შექმნას ჯანსაღი საცხოვრებელი და საზოგადოებრივ /საქმიანი გარემო, კონკურენტული სავაჭრო ტერიტორიით. მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ქალაქის ეს ნაწილი გახადოს ყველასთვის მიმზიდველი.