სს რეალ ინვესტის ერთ-ერთი პრიორიტეტია მის საკუთრებაში არსებული, საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია, რაც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
დავით აღმაშენებლის გამზ. N103-ში მდებარე ყოფილი სასტუმრო ”ვეტსელი“ და ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენობაა. იგი ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ლეოპოლდ ბილფელდის მიერ არის დაპროექტებული. სამ სართულიანი შენობა მანსარდით, მდიდრულად გაფორმებული ბაროკოს არქიტექტურის ელემენტებით მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროდ ითვლებოდა. მის მთავარ „მარგალიტს” კი ყველასგან გამორჩეული თეატრი წარმოადგენდა, სადაც გარდა სპექტაკლებისა, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც იმართებოდა. ამჟამად იგი გადამწვარია, მისი კვალი კი გადაფარულია თოჯინების თეატრით, რომელიც ბიფელდისეული არქიტექტურისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. დღეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას. 2011-12 წწ. სს რეალ ინვესტმა ჩაატარა ნაგებობის ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები. საფრთხის ქვეშ მყოფი შენობის გადარჩენა, მისთვის ფუნქციის მინიჭება და კვლავ ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არა მარტო თავად შენობისთვის, არამედ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. სს რეალ ინვესტი ახორციელებს ამ მეტად საპასუხისმგებლო პროექტს, რის შედეგადაც შენობის ავთენტურობა და განუმეორებელი სტილი სრულად იქნება შენარჩუნებული.
აქვე წარმოგიდგენთ ახალ ესკიზურ პროექტს