თბილისის ისტორიულ უბანში, დ. აღმაშენებლის გამზირის # 150-ში ფუნქციონირებს სს რეალ ინვესტის საკუთრებაში არსებული 4 სართულიანი ბიზნეს ცენტრი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კომერციული და საოფისე ფართი. თითოეულ სართულს აქვს განსხვავებული გეგმარება, რომელიც მორგებულია სხვადასხვა მოთხოვნაზე. შენობა უზრუნველყოფილია გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის თანამედროვე სისტემით და შიდა ავტოსადგომით. თბილისის ცენტრალურ უბანში ამგვარი მყუდრო და კეთილმოწყობილი სივრცის არსებობა, ძალიან მიმზიდველს ხდის აღნიშნულ ბიზნეს ცენტრს.