დავით აღმაშენებლის გამზირი 150

სს რეალ ინვესტის ერთ-ერთი პრიორიტეტია მის საკუთრებაში არსებული, საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია, რაც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

სს რეალ ინვესტის საკუთრებაში არსებული დავით აღმაშენებლის გამზ. N150-ში მდებარე შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (უძრავი ძეგლის) სტატუსი აქვს მინიჭებული. შენობამ ჩვენამდე მრავალჯერ იერშეცვლილი სახით მოაღწია, რომლის არქიტექტურაც სტილიზაციის მიხედვით მოდერნს (ნეო კლასიციზმს) მიეკუთვნება. იგი ექსპლუატაციაში 1867 წელს შევიდა და მასში განთავსდა პირველი მუნიციპალური მეტეოროლოგიური სამსახური. 21-ე საუკუნის დასაწყისში ნაგებობა მეტად სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა და საჭიროებდა სასწრაფო რეაბილიტაცია-რესტავრაციას. სს რეალ ინვესტის მიერ განხორციელდა ეს, მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამუშაოები და დღეს აღნიშნული შენობა წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს ძველისა და ახლის სინთეზის. იგი მოდერნიზებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ შენარჩუნებული აქვს თავისი ისტორიული იერსახე, რაც ხაზს უსვამს მის უნიკალურობას.