შინდისი

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორც თავისი მასშტაბით, ასევე სამომავლო პერსპექტივით, არის სოფელ შინდისში, თაბორის მთის ქუჩის მიმდებარედ, სს რეალ ინვესტის საკუთრებაში არსებული 200005 კვ.მ. ტერიტორიის განაშენიანება და განვითარება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება ახალი გზის, სკოლისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რომლებიც მოემსახურებიან როგორც საპროექტო ტერიტორიას, ასევე სოფელ შინდისს, სოფელ ტაბახმელას, წავკისისა და კრწანისის დასახლებებს. საპროექტო ტერიტორიაზე აშენდება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები, სასტუმრო, კეთილმოწყობილი პარკები და სკვერები, საპროექტო ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საცურაო აუზების, ტენისის კორტებისა და საფეხბურთო მოედნების განთავსება.

დღევანდელ, ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში, თბილისის ცენტრთან ახლოს, გამწვანებული, რეკრეაციული სივრცეებით გარშემორტყმული, ჯანსაღი საცხოვრებელი უბნის ჩამოყალიბება, პროექტს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. მისი მიზანი კი, მოემსახუროს არა მხოლოდ ახალ დასახლებას, არამედ მის მომიჯნავედ არსებულ ტერიტორიებს, ეკოლოგიურად გააჯანსაღოს და გამოაცოცხლოს იგი, საყოველთაო ინტერესს წარმოადგენს.